სოციალურ მედიაში სკანდალური კადრები ვრცელდება.. ვრცელდება საქართველოს ერთ ერთი მუნიციპალური თავშესაფრიდან, კერძოდ გორის. ათეულობით მშიერი, სველი და შეშინებული ლეკვი ერთ ვოლიერში შეყრილი..
ეს იყო კადრები, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. მეორე დღეს აქტივისტებმა ეტაპობრივად დაიწყეს თავშესაფრიდან ლეკვების გამოყვანა..
სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე სამ პატარაზე ამეღო უმძიმესი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც მამზადებდა ყველანაირი შესაძლო სცენარისთვის. წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც არანაირად არაა დაცული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები . სივრცე, სადაც მოთავსებულმა აუცრელმა ლეკვმა ყველაფერი შეიძლება ჟარგონულად რომ ვთქვათ აიკიდოს.
სწორედ ასეთი ადგილიდან წამოყვანილი სამი ლეკვი, საღამოს უკვე ჩემს სახლში იყო. დღეს კი მინდა ერთ ერთ მათანზე მოგიყვეთ.. ლეკვზე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
ეს იყო ერთი დანახვით შეყვარება.. ეს იყო ლეკვი, რომელიც მიუხედავად გადახდენილი ტანჯვისა ეშმაკური და საყვარელი თვალებით უყურებდა კამერას.
და მე მივიღე გადაწყვეტილება მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა.
როდესაც აქტივისტმა მანქანიდან გადმომიყვანა ისეთი მშვიდი და არხეინი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს ყოველთვის ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და არანაირი ტკივილი არ ჰქონდა ნანახი. გულში ჩავიხუტე და ლოლა დავარქვი. ლოლა იგივე თოვლის გუნდა.. ცალი თვალის კუთხეთი შავი, ცრემლისებრი ლაქით. მის ცელქ და ეშმაკურ გამოხედვას ცოტათი მელანქოლიურ იერს სძენდა. ორ ლეკვთან ერთად გალიაში მოვათავსე, კარგად გამოვკვებე და გათბობა ჩავურთე.
ის ღამე მშვიდობით გადავაგორეთ. სამივე კარგად ჭამდა, თუმცა განავალი არ მომეწონა. ძალიან გაგვიმართლა, რომ კლინიკა ბუნებამ აბსოლუტურად უანგაროდ მიიღო კლინიკაში ჩვენი პატარები.
ლოლას ვირუსული ენტერიტი არ დაუდასტურდა, ორი პატარა ლეკვი კი სამწუხაროდ დადებითი იყო.
17 ოქტომბრიდან კი ყოველ დღეს კლინიკაში ვატარებთ. ლოლას არ სჭირდება ადგილზე მიყვანა და სახლში ვმკურნაობ. მარტო ყოფნა არ მოსწონს და ხშირად ყეფით აპროტესტებს. ის ჰგავს პატარა ჭირვეულ ბავშვს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სითბოს.როცა ბრაზდება ტირის და ხელში აყვანილი ვარწევ.. მან ჩემში ისეთი გრძნობები გააღვიძა, რისი სიტყვებით გადმოცემაც ძალიან მიჭირს.
ერთი ნახვით შეყვარება
განსაკუთრებით პოპულარული ხდება სოციალურ ქსელებში თავისი განსაკუთრებული ვიზუალური ტიპაჟის გამო. მას ასობით ადამიანი კითხულობს, გულშემატკივრობს და გამოთქვამს აყვანის სურვილს, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევ მსურველებს , ჯერჯერობით უშედეგოდ.18 ოქტომბერს ჩემმა მეზობელმა და მეგობარმა , თეაკო ჭანტურიამ მოინახულა. თეაკო, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მეკატეა და ძაღლი არ ჰყოლია არასოდეს ლოლაზე ისეთი შეყვარებულია, რომ მთანხმდება თავისთან სახლში წაიყვანოს, სანამ ლეკვს ოჯახს ვუპოვი.გატანების ერთ ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ პატარა ლეკვებს ჩაგრავდა და სახლში მარტო დარჩენას ტირილით აპროტესტებდა. მე კიდევ კლინიკაში უნდა მეტარებინა სხვა გადასარჩენები. ჭანტურიების ოჯახში თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს.თამაშობსყეფსყველას თბილად ექცევა.აქვს გადასარევი მადა.
ოჯახის ძებნა
პარარელურად აქტიურად ვეძებ ლოლასთვის ოჯახს. მსურველი ბევრია, 99 პროცენტი კი ვერ იაზრებს აყვანის პასუხისმგებლობას. ნაწილს ბინის პირობებში უნდა და ვაფრთხილებ, რომ დიდი ტანის გაიზრდება ლეკვი და არაკომფორტული იქნება ასეთ პირობებში ცხოვრება. ზოგადად მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა დეტალს აწვდის ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენი გადარჩენილის აყვანა.ბოლოს არჩევანს ერთ არაჩვეურლებრივ ოჯახზე ვაჩერებ. კესო ვარდია ჩხოროწყუში , დიდ ეზოიან კერძო სახლში ცხოვრობს და მზად არის ლოლას ყველა საჭირო პირობა შეუქმნას. თბილისში მცხოვრებ მის დასთან, სალომესთან ვკონტაქტობ და ვთანხმდებით, რომ 21 ოქტომბერს წაიყვანენ.21 ოქტომბრის დილას შეშფოთებული თეაკო მირეკავს და მეუბნება, რომ ლოლას ცხვირიდან გამონადენი და ცემინება დაეწყო, რამაც შემაშფოთა და სასწრაფოდ გავუკეთე სწრაფი ტესტი ჭირზე, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. თუმცა რაღაც მღრღნის შიგნიდან, რა მეც არ ვიცი.ვეტერინარის რეკომენდაციით ცხვირის გამორეცხვები დავიწყეთ. იმ პერიოდისთვის აქტიურია, კარგად ჭამს და იღებს წყალს. გადავწყვიტეთ რამდენიმე დღე ჩხოროწყუში ლოლას გამგზავრება გადაგვედო და დავკვირვებოდით.
ჩემი ყველაზე სევდიანი დაბადების დღე
23 ოქტომბერს 36 წლის გავხდი. ეს იყო ჩემი ყველაზე სევდიანი დაბადების დღე. არანაირი განწყობა, არანაირი ბედნიერების შეგრძნება. ღამის 2 საათზე, როდესაც ღიმილით ვკითხულობდი მოლოცვებს თეაკოს ზარის ხმა გაისმა..
,,თიკო გუნდა ( ასე დაარქვეს) შფოთავს და კვნესის, რა ვქნათ? ''
სასწრაფოდ ვთხოვე გაეზომა სიცხე და ლეკვისთვის ძალიან მაღალი. 40.3 ხაზი აღმოაჩნდა. ნახევარ საათში გულზე მიხუტებული და აფართხალებული ლეკვით სადღეღამისო კლინიკაში გავჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო მაინც ცდილობდა ჩემთან თამაშს. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ მეორე დღეს ჭირზე პსრ ტესტს ვუკეთებდით. სანამ მე და ფეხ დაფეხ მოსული თეაკო სიცხის დაწევას ველოდებოდით კლინიკაში მოგუდული ტირილის ხმა გაისმა. იმ წამს ერთ ერთმა , კლინიკაში მყოფმა გოგონამ საკუთარი ძაღლის სიკვდილი ნახა.. ეს ის მომენტია, როცა არ იცი რა თქვა და როგორ ანუგეშო ადამიანი, ვინც თავისი გულის ნაწილი დაკარგა. გვერდით მივუჯექი და ყველა ჩემი ვერგადარჩენილი ცხოველის სევდა და ტკივილი მომაწვა..გული კი რაღაც ძალიან ცუდს მიგრძნობდა... სამწუხაროდ ჩემი წინათგრძნობა ახდა...
ჭირი, რისიც ყველაზე ძალიან გვეშინოდა
როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი წინათგრძნობა ახდა.. ლოლას ჭირი დაუდასტურდა პსრ ტესტით. ჯერჯერობით სურათი საგანგაშო არ ჩანს. ლეკვს სიცხეები აღარ აქვსა, ისევ თამაშობს და ყეფს. თუმცა ამ ვირუსის არასტაბილურობიდან გამომდინარე სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკივა. თეაკომ დასტაბილურებამდე ჩემთან დავიტოვებო, რაც უდიდესი დახმარება იყო ჩვენთვის. ასევე სასიამოვნოდ გამოცებული დავრჩი, როცა მომლოდინე ოჯახმა ყველა დანიშნული მედიკამენტი გამოუგზავნა.29 ოქტომბრამდე გუნდას მდგომარეობა სტაბილური იყო.. თითქოს ეს ჯოჯოხეთი უნდა გადაგველახა. ყოველდღიური კონტაქტი მქონდა თეასთან და მის ვეტერინარ გიორგისთან.პარარელურად ხშირად ვაქვეყნებდი ჩემს სოციალურ გვერდებზე ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.თოვლის გუნდა ისეთი ცნობილი გახდა, რომ მის შესახებ მედია საშუალება ფორმულამაც კი გამოაქვეყნა. ის გახდა სახე გორელი ლეკვების, სახე ბრძოლის და ზრუნვის. მთელი საქართველო მისი გულშემატკივარია.ასევე სახლში მყოფი ყველა ძაღლი გადავცერი.. ამ პერიოდში ჩემთან მყოფი ორი გორელიდან ერთი ლეკვი ვერ გადავარჩინე და ამან უდიდესი დარტყმა მომაყენა. განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ის ცხოველი იღუპება, რომელთანაც უშუალო შეხება გქონდა. იზრუნე, გიყვარდა , სული და გული ჩადე.
ლოლა მძიმდება
სამწუხაროდ ჩვენი ოპტიმიზმი, რომ ამ ვერაგ დაავადებას გადავურჩებით დამძიმების გარეშე ქრება.. ლოლა უფრო და უფრო ცუდად ხდება, უკლებს ჭამას და ემატება ტკივილები.. 31 ოქტომბერს დასტურდება, რომ ჭირი ნერვულ ფორმაში გადაუვიდა..თეაკო, რომელიც მარტო არ ცხოვრობს და ფაქტიურად 10 დღეზე მეტია გადაყოლილია და ღამეებს უთენებს მორალურად ტყდება.. და მისი აბსოლუტურად მესმის.1 ნოემბერს პატარა გუნდა გამოცდილ შემფარებელთან გადამყავს საკუთარი ხელით. ატირებული თეაკო მაცილებს და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმეა..ასე გულზე მიხუტებული მივიყვანე.. ტკივილებისგან დატანჯული, ატირებული.. დავპირდი რომ გადავარჩენდი და აუცილებად იქნებოდა ბედნიერი.. მაგრამ...
მიდიან ცხოველები ცისარტყელაზე?
2 ნოემბრის ღამეს ლოლა ცისარტყელაზე გაფრინდა.. ეს უდიდესი დარტყმა იყო ყველასთვის და დაგვრჩა კითხვები, რომელზე პასუხსაც ვერ ვიღებთ.რატომ გაიწირა თავის დროზე ეს საოცარი პატარა სხვა ლეკვებთან ერთად?როგორ არ შეიბრალესარ იზრუნესარ შეიყვარეს?რატომ ვართ საქართველოში ადამიანები, რომლებსაც ცხოველები გვიყვარს მუდმივი სტრესისა და ტკივილისთვის?ვინ აგებს პასუხს ამ ყველაფერზე?მთელი ღამე ვიტირე, ვიტირე საშინელი, ცხელი და მლაშე ცრემლებით. ვიტირე საკუთარი უუნარობისგან და სისუსტისგან გამწარებულმა.. ვერავინ მანუგეშა, ვერავინ გამამხნევა..თუ კი არსებობს ცისარტყელა, რომელსაც ეს საოცარი არსებები უკეთეს სამყაროში მიჰყავს მჯერა რომ ლოლა, თოვლის გუნდა, რომელიც ახალმოსული თოვლივით დადნა და გაქრა ჩვენს ბინძურ სამყაროში ბედნიერიადა აუცილებლად იტყვის
,,სამყაროში, რომელმაც არ დამიტოვა ნამდვილი სიყვარული ვიხილე''
მშვიდობით პატარა ლოლა..რომელმაც ამდენ ადამიანში სიყვარულის და სიკეთის შუქი აანთე მოგვენატრები