Animal Rescue Georgiaყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია შემოწირულობა
მოხალისე ორ გადარჩენილ ძაღლთან ერთად ბაღში
მთავარი/ჩვენი საქმიანობა

გადარჩენიდან ახალი ოჯახამდე

ჩვენ ვეხმარებით საფრთხეში მყოფ, მიტოვებულ, დაშავებულ და ძალადობის მსხვერპლ ძაღლებსა და კატებს. ვუზრუნველყოფთ მათ ვეტერინარულ გამოკვლევებს, მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას, ვაქცინაციასა და სტერილიზაციას. თითოეულ ცხოველს ვეხმარებით ფიზიკურ და ემოციურ რეაბილიტაციაში, რათა უსაფრთხო და მოსიყვარულე გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს.

როგორ ვმუშაობთ

ზრუნვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე

  1. გადარჩენა

    საფრთხეში მყოფ ძაღლებსა და კატებს ვიხსნით ქუჩიდან, ძალადობრივი გარემოდან, მძიმე პირობებიდან და გადატვირთული თავშესაფრებიდან. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

  2. გამოკვლევა და მკურნალობა

    გამოკვლევები, მკურნალობა, ოპერაციები, აცრები და სტერილიზაცია.

  3. რეაბილიტაცია

    გადარჩენილი ცხოველები ჩვენთან ან კერძო დროებით სახლებში ცხოვრობენ. სადაც მათი რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  4. ყურადღებით შერჩეული ოჯახი

    ოჯახის შერჩევისას ვითვალისწინებთ ხასიათს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ინდივიდუალურ საჭიროებებს. მომავალ მეპატრონეებს გულდასმით ვარჩევთ და ვამოწმებთ.

  5. უსაფრთხო მოგზაურობა

    საერთაშორისო გაჩუქებისთვის ცხოველებს ვამზადებთ ყველა აუცილებელი მოთხოვნის დაცვით. ვუზრუნველყოფთ ვაქცინაციას, ვეტერინარულ გამოკვლევებს, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, სავალდებულო საკარანტინო პერიოდის გავლასა და უსაფრთხო ტრანსპორტირების ორგანიზებას. ჩვენთვის წარმატება მხოლოდ გაჩუქებული ცხოველების რაოდენობით არ იზომება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი მოხვდეს უსაფრთხო, მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახში.

პირველადი დახმარება ადგილზევე

ცხოველებზე ზრუნვა საცხოვრებელ უბნებში

ჩვენი საქმიანობა მხოლოდ გადარჩენილი ცხოველების მკურნალობითა და გაჩუქებით არ შემოიფარგლება. საქართველოს სხვადასხვა დასახლებაში ყოველდღიურად ვზრუნავთ ასობით მიუსაფარ ძაღლსა და კატაზე. ვუზრუნველყოფთ მათ კვებას, ვეტერინარულ დახმარებასა და ვაქცინაციას, ასევე ვატარებთ სტერილიზაციისა და კასტრაციის პროგრამებს. ჩვენი მიზანია ცხოველების ტანჯვის შემცირება, უკონტროლო გამრავლების პრევენცია და ადამიანებისა და ცხოველებისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ამით პირდაპირ ვეხმარებით ცხოველებს, რომლებიც ქუჩაში ან ჩვეულ გარემოში ცხოვრობენ, და ამავდროულად ხელს ვუწყობთ დაავადებების პრევენციასა და არასასურველი ნაშიერის თავიდან აცილებას.

ჩვენ ვაპურებთ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც დაუსახლებელ ადგილებში ცხოვრობენ
ერთი მუჭა საკვები ერთი დღით გახანგრძლივებული სიცოცხლეა

სტერილიზაციის კამპანიები და ცნობიერების ამაღლება

1,000 საქართველოს რამოდენიმე რეგიონში წარმატებული სტერილიზაციის კამპანიები

თითქმის 1000 ცხოველი სტერილიზებულია ორ რეგიონში

ჩვენი საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია უკონტროლო გამრავლების პრევენცია.

საქართველოს ორ რეგიონში, ქართველ ცხოველთა უფლებების აქტივისტ სოფია ბეროშვილთან თანამშრომლობით, ჩავატარეთ მასშტაბური სტერილიზაციისა და კასტრაციის კამპანიები. ამ კამპანიების ფარგლებში დაახლოებით 1 000 ძაღლსა და კატას ჩაუტარდა სტერილიზაცია ან კასტრაცია. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ცხოველები.

სტერილიზაცია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანური კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. ჩვენი კამპანიები ხელს უწყობს არასასურველი გამრავლების პრევენციას, ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებასა და მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მხოლოდ უკვე მიტოვებული ცხოველების გადარჩენით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლაც, რათა მომავალში რაც შეიძლება ნაკლები ცხოველი დაიბადოს ქუჩაში ტანჯვისთვის.

ჩვენი მიზანია სტერილიზაციისა და კასტრაციის პროგრამების გაგრძელება და გაფართოება, განსაკუთრებით საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ვეტერინარულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. გვჯერა, რომ მასშტაბური სტერილიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ცხოველებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აუცილებელია გრძელვადიანი და ჰუმანური ცვლილებებისთვის.

გადარჩენილი ლეკვი
სტერილიზაციის კამპანიის პატარა სტუმარი
გზაში გადარჩენილ ძაღლთან ერთად
საერთაშორისო მეგობრები და პარტნიოერები სიამოვნებით გვსტუმრობენ საქართველოში და ეცნობია ჩვენს საქმიანობას და გადარჩენილ ცხოველებს.

ჩვენი მიზანია ყველა ცხოველმა იპოვოს თავისი სახლი და არ დარჩეს ქუჩაში

სტერილიზაციის მხარდაჭერავითარება საქართველოში