Animal Rescue Georgiaყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია შემოწირულობა
ჩვენ თქვენს ენაზე ვსაუბრობთENFRESDEITKARU

ყოველი სიცოცხლემნიშვნელოვანია.

ჩვენ ვეხმარებით მარტო დარჩენილ ცხოველებს.

ქვემოთ

Animal Rescue Georgia საქართველოში დაფუძნებული დამოუკიდებელი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაა

ჩვენ ვეხმარებით მიტოვებულ, დაშავებულ, ავადმყოფ და ძალადობის მსხვერპლ ცხოველებს, ვუზრუნველყოფთ მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და ვეძებთ უსაფრთხო და მოსიყვარულე ოჯახებს.

მიგვაჩნია, რომ თითოეული ცხოველი იმსახურებს ღირსეულ პირობებს და მოვლას.

გაეცანით ჩვენი გადარჩენილების ისტორიებს

ქუჩიდან უსაფრთხო სახლამდე

გზა ახალი ცხოვრებისკენ

  1. ეს ბასაა, ჩვენი გადარჩენილი ძაღლი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ვიპოვეთ.
    01

    ქუჩა

    მიტოვებული, დაშავებული, მშიერი და დაუცველი — სწორედ ასეთ ცხოველებთან შეხვედრით იწყება ჩვენი გადარჩენის ისტორიების უმეტესობა.

  2. ჩვენ ყოველთვის ჩვენი გადარჩენილების გვერდით ვართ.
    02

    კლინიკა

    ყველა გადარჩენილი ცხოველი იღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

  3. ჩვენს შემფარებლებთან კი თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენ.
    03

    დროებითი სახლი

    აქ ყველაფერი კეთდება გადარჩენილი ცხოველის რეაბილიტაციისთვის და კეთილდღეობისთვის.

  4. ახალი ოჯახებისკენ კოფმორტულად და უსაფრთხოდ მიემგზავრებიან.
    04

    გზა ახალი ოჯახისკენ

    ვეტერინარული შემოწმება, ვაქცინაცია, საჭირო დოკუმენტების მომზადება და უსაფრთხო მგზავრობა — ყველაფერი იმისთვის, რომ გადარჩენილი ცხოველი მშვიდობით ჩავიდეს ახალ ოჯახში.

  5. ეს ჩვენი გადარჩენილი ძაღლია, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს.
    05

    სახლი

    ბედნიერები თავიანთ ოჯახებში

თითოეულ გადარჩენილ ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მათ მძიმე წარსული უკან მოიტოვონ და ახალი ცხოვრება უსაფრთხო გარემოში, სიყვარულსა და მზრუნველობაში გააგრძელონ.

ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია

გადარჩენამდე და გადარჩენის შემდეგ

როცა ზრუნვა და სიყვარული ცხოველების ბედს ცვლის

გადაწიე ფოტო მარჯვნივ და ნახე როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

გადარჩენის დღეს დღეს
გადარჩენის დღეს დღეს

ჩვენი ისტორია

დაარსდა 2022 წელს.

Animal Rescue Georgia 2022 წელს თინათინ კვალიაშვილმა დააარსა. თუმცა ცხოველების კეთილდღეობისთვის ბრძოლა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო.

თავშესაფრის ნაცვლად მზრუნველი სახლები

ორგანიზაციას არ აქვს თავშესაფარი. გადარჩენილი ცხოველები დროებით ცხოვრობენ მიმღებ ოჯახებში ან ორგანიზაციის დამფუძნებლის სახლში, სადაც უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ვეტერინარული დახმარებითა და ყოველდღიური მზრუნველობით. უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ისინი გადიან მკურნალობასა და რეაბილიტაციას, თანდათან იბრუნებენ ადამიანების ნდობას და ემზადებიან ახალ, მუდმივ ოჯახში გადასასვლელად.

ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.

ჩვენთვის ცხოველის გადარჩენა ქუჩიდან წამოყვანით არ სრულდება. ჩვენ ვზრუნავთ მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, ვეხმარებით ადამიანების მიმართ ნდობის აღდგენაში და ვეძებთ ოჯახებს, სადაც ისინი სიყვარულსა და მზრუნველობაში გაატარებენ დარჩენილ ცხოვრებას.

თითოეული სიცოცხლე ძვირფასი და მნიშვნელოვანია

ჩვენთვის ყველა ცხოველის სიცოცხლე თანაბრად ძვირფასია, განურჩევლად ასაკისა, ჯიშისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ წარსულისა. გვჯერა, რომ თითოეული მათგანი იმსახურებს სიყვარულს, ზრუნვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

მიღწეული შედეგები

ჩვენ მიერ გადარჩენილმა მრავალმა ძაღლმა და კატამ მოსიყვარულე ოჯახი იპოვა როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ შედეგს მოხალისეების, ვეტერინარების, დროებითი მიმღები ოჯახების, საერთაშორისო პარტნიორებისა და იმ ადამიანების დახმარებით მივაღწიეთ, რომლებმაც ჩვენს გადარჩენილ ცხოველებს საკუთარი სახლის და გულის კარი გაუღეს.

თითქმის 1,000

ცხოველი სტერილიზებულია საქართველოს უამრავ რეგიონში, როგორც უპატრონო, ისე პატრონიანი

15

წელი დამფუძნებლის, თინათინ კვალიაშვილის აქტივისტური საქმიანობა

2022

დაარსდა თბილისში, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია

მიუსაფრების მდგომარეობა საქართველოში

ცხოველის ქუჩიდან გამოყვანა ვერ ჩაითვლება სრულფასოვან გადარჩენად, თუ ის კვლავ რჩება ტანჯვის, დაავადებისა და დაღუპვის საფრთხის წინაშე.

საქართველოს მუნიციპალურ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა ხშირად უკიდურესად მძიმეა. ცხოველებს უწევთ ცხოვრება გადატვირთულ, არასათანადო პირობებში, სადაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ჰიგიენა, ვეტერინარული დახმარება და აუცილებელი მოვლა. განსაკუთრებით მძიმეა ავადმყოფი, დაშავებული და ახალშობილი ცხოველების მდგომარეობა. წლების განმავლობაში არაერთხელ გავმხდარვართ ასეთი ვითარების მოწმე და საკუთარი თვალით გვინახავს, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცხოველების მიმართ უყურადღებობასა და არასათანადო მოპყრობას.

ვითარება საქართველოში

ჩვენი საქმიანობა

ასობით ცხოველი. ყოველდღიური ბრძოლა მათი გადარჩენისთვის

მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ
ჩვენ ვაპურებთ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც დაუსახლებელ ადგილებში ცხოვრობენ
მოხალისეს დასუსტებული ძაღლი ხელში აჰყავს.
ოთხი გადარჩენილი ლეკვი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ.
სტერილიზაციის კამპანიის პატარა სტუმარი
პირველად იგრძნო სითბო და სიყვარული
აეროპორტში, ახალი ოჯახისკენ
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რეგიონებშიც
გადარჩენილი ლეკვები მზრუნველ პატრონებს ელოდებიან

გაიცანით ჩვენი ცხოველები.

გაიცანით ჩვენ მიერ გადარჩენილი ცხოველები. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომელიც თქვენ გელოდებათ.

ამ გვერდზე გაეცნობით საქართველოში, ჩვენს მზრუნველობაში მყოფ ძაღლებსა და კატებს, რომლებიც ახალ ოჯახებს ელოდებიან. ინფორმაცია რეგულარულად განახლდება.

ჩვენი სამომავლო ხედვა

ცხოველთა გადარჩენის, რეაბილიტაციისა და გაჩუქების ცენტრის შექმნა

ქუჩაახალი სახლი

ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ცხოველთა გადარჩენის, რეაბილიტაციისა და გაჩუქების ცენტრის შექმნა. ეს იქნება უსაფრთხო გარემო, სადაც გადარჩენილი ცხოველები მიიღებენ საჭირო ვეტერინარულ დახმარებას, გაივლიან მკურნალობასა და რეაბილიტაციას, აღიდგენენ ადამიანებისადმი ნდობას და მოემზადებიან ახალ ოჯახებში გადასასვლელად.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა მხოლოდ ახალი თავშესაფრების მშენებლობით შეუძლებელია. საჭიროა ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოველთა სტერილიზაციას, პატრონების პასუხისმგებლობის ამაღლებას, მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლიერებას, დროებითი მიმღები ოჯახების მხარდაჭერასა და ცხოველების გაჩუქებას.ბას.

ჩვენი მიზანი არ არის ისეთი თავშესაფრის შექმნა, სადაც ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩებიან. ცენტრი მათთვის დროებითი, უსაფრთხო ადგილი იქნება, სადაც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გაივლიან, შემდეგ კი ახალ ოჯახებში გადავლენ. ამასთანავე, ვგეგმავთ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას და ცხოველების გაჩუქების პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვას.

როგორ შეგიძლია დაგვეხმარო

შენი მხარდაჭერა, მათი უკეთესი მომავლის საწინდარია

თითოეული გადარჩენილი ცხოველის სიცოცხლესა და მომავალზე ადამიანები ზრუნავენ, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მის დასახმარებლად. თუმცა ამ რთულ საქმეს მარტო ვერავინ გაუმკლავდება. თქვენი თანადგომით შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ცხოველი გადავარჩინოთ და მათ უკეთესი მომავლის შანსი მივცეთ.

ზოგჯერ სოციალურ ქსელში ერთი ფოტოს გაზიარებაც საკმარისია, რომ ცხოველმა მოსიყვარულე ოჯახი იპოვოს. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ცხოველი ოჯახის წევრად მიიღონ და მასზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრუნონ.

  • დააფინანსეთ მკურნალობა, საკვები ან შემფარებელი

    ყოველი შემოწირულობა ვეტერინარს, წამლებს, საკვებს და დროებით საცხოვრებლებს ხმარდება.

  • გახდი მოხალისე მიმღები ოჯახი

    იქამდე, სანამ ცხოველი თავის ოჯახს იპოვის.

    მეტის გაგება
  • აიყვანეთ ცხოველი

    აიღეთ პასუხისმგებლობა მასზე

  • გახდი ფრენის მოხალისე

    მიიყვანე სახლამდე ჩვენი გადარჩენილი

    მეტის გაგება
  • გააზიარეთ ჩვენი ისტორიები

    ზოგჯერ ერთი გაზიარებული ფოტოც საკმარისია ცხოველის ბედის შესაცვლელად

მოხალისე გადარჩენილ თეთრ ძაღლს ეხუტება

ვიბრძვით მათთვის, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია

Animal Rescue Georgia. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია