ქუჩიდან მოსიყვარულე ოჯახამდე
2022 წლიდან Animal Rescue Georgia საქართველოში ეხმარება მიტოვებულ, დაშავებულ და უმწეო ძაღლებსა და კატებს. ჩვენი მიზანია მათი გადარჩენა, გამოჯანმრთელება და მათთვის უსაფრთხო, მუდმივი ოჯახების მო

მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი ორგანიზაცია
Animal Rescue Georgia 2022 წელს თინათინ კვალიაშვილმა დააფუძნა, თუმცა მისი საქმიანობა ცხოველთა დაცვის სფეროში გაცილებით ადრე — დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო.
თავდაპირველად ეს იყო ცალკეული ცხოველების გადარჩენის მცდელობები, რომლებიც წლების განმავლობაში ორგანიზებულ საქმიანობად ჩამოყალიბდა. ასე შეიქმნა Animal Rescue Georgia — ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი მიუსაფარი ცხოველების გადარჩენა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და მათთვის მოსიყვარულე ოჯახების მოძიებაა.
საქართველოში ცხოველების გადარჩენა უამრავ სირთულეს უკავშირდება. ფინანსური რესურსები შეზღუდულია, ვეტერინარული მომსახურება ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო ბევრი ცხოველი დახმარებას უკვე მძიმე მდგომარეობაში საჭიროებს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, რადგან გვჯერა, რომ თითოეული სიცოცხლე ძვირფასია და ყველა ცხოველი იმსახურებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების თანადგომა, რომლებიც გულგრილად არ უყურებენ ცხოველების ტანჯვას და მზად არიან, მათი გადარჩენის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

დიდი თავშესაფრების ნაცვლად, დროებითი მიმღები ოჯახები
ჩვენს ორგანიზაციას თავშესაფარი საერთოდ არ აქვს. გადარჩენილი ცხოველები დროებით მზრუნველ ოჯახებში ან ორგანიზაციის დამფუძნებლის სახლში ცხოვრობენ. აქ ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ვეტერინარული მომსახურებითა და სათანადო მოვლით. რაც მთავარია, მათ აქვთ მშვიდი გარემო და საკმარისი დრო გამოჯანმრთელებისთვის.
ჩვენთვის ცხოველის გადარჩენა მხოლოდ ქუჩიდან მისი წამოყვანით არ შემოიფარგლება. თითოეულ მათგანზე ვზრუნავთ მკურნალობისა და რეაბილიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვეხმარებით ადამიანებისადმი ნდობის აღდგენაში და ვეძებთ ოჯახს, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე უსაფრთხოდ და სიყვარულით იცხოვრებს.
ჩვენთვის ყოველი სიცოცხლე ძვირფასია — განურჩევლად ცხოველის ასაკისა, ჯიშისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ წარსულისა.
Jedes Leben ist wertvoll, unabhängig von Alter, Rasse, Gesundheitszustand oder Vergangenheit.
გზა ახალი ოჯახისკენ
სანამ გადარჩენილ ცხოველს ახალ ოჯახს მოვუძებნით, კარგად ვეცნობით მის ხასიათს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საჭიროებებს. თითოეული ცხოველისთვის ოჯახს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ, რათა ის უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მოხვდეს.
საზღვარგარეთ გაჩუქების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ყველა აუცილებელი პროცედურის ორგანიზებას: ვაქცინაციას, ვეტერინარულ გამოკვლევებს, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, სავალდებულო საკარანტინო პერიოდის დაცვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
ჩვენ მიერ გადარჩენილმა არაერთმა ძაღლმა და კატამ უკვე იპოვა მოსიყვარულე ოჯახი როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს შესაძლებელი გახდა მოხალისეების, ვეტერინარების, დროებითი მზრუნველების, უცხოელი პარტნიორებისა და იმ ადამიანების დახმარებით, რომლებმაც ჩვენს ცხოველებს საკუთარი სახლის კარი გაუღეს.
დახმარება იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით
ჩვენი საქმიანობა მხოლოდ იმ ცხოველებზე ზრუნვით არ შემოიფარგლება, რომლებიც უშუალოდ ჩვენს მზრუნველობაში იმყოფებიან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავ მიუსაფარ ძაღლსა და კატას ვეხმარებით. ვაწვდით საკვებს, ვუზრუნველყოფთ საჭირო ვეტერინარულ დახმარებას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას.
საქართველოს ორ რეგიონში ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელმა, თინათინ კვალიაშვილმა, სტერილიზაციის მასშტაბური კამპანიები ჩაატარა ფეისბუქ გვერდ ,,თათებთან'' ერთად, რომლის ფარგლებშიც თითქმის 1 000 ცხოველი გასტერილდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ძაღლები და კატები.
გვჯერა, რომ ცხოველთა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა. სტერილიზაცია ხელს უწყობს უკონტროლო გამრავლების შემცირებას და თავიდან გვაცილებს მრავალი ცხოველის მომავალ ტანჯვას.
მხოლოდ ქუჩიდან ცხოველების გადარჩენა პრობლემას ვერ მოაგვარებს. აუცილებელია პრევენცია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ცხოველების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების დამკვიდრება.

ჩვენი სამომავლო მიზანი
ჩვენი ოცნებაა ცხოველთა გადარჩენის, რეაბილიტაციისა და გაჩუქების ცენტრის შექმნა — უსაფრთხო სივრცის, სადაც გადარჩენილი ცხოველები მიიღებენ საჭირო მკურნალობას, გამოჯანმრთელდებიან და ახალი ოჯახისთვის მოემზადებიან.
ეს არ იქნება თავშესაფარი, სადაც ცხოველები მთელ სიცოცხლეს გაატარებენ. ჩვენი მიზანია, ცენტრი იქცეს გარდამავალ სივრცედ ქუჩასა და მოსიყვარულე ოჯახს შორის.
როგორ შეგიძლია დაგვეხმარო
ფინანსური შემოწირულობით — მკურნალობის, ფასიანი შემფარებლის, საკვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად;
გადარჩენილი ცხოველის დროებით შეფარებით;
ძაღლის ან კატის აყვანით;
- ფრენის მოხალისეობით
ჩვენი გადარჩენილი ცხოველების ისტორიებისა და ფოტოების გაზიარებით.
ზოგჯერ ერთი გაზიარებული ფოტოც საკმარისია, რომ ცხოველმა თავისი მომავალი ოჯახი იპოვოს. გახდი მათი გმირი
