
,, შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე , ვინც მოიშინაურე''
2026 წლის მაისი.

საქართველოს, ერთ ერთ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქალაქ მარნეულში ახალგაზრდა ძაღლი გამოჩნდა. სუფთა სისსხლის ბრეტონ ესპანიოლის ჯიშის გოგონა, რომელსაც წინა ფეხი მოტეხილი და დანეკროზებული ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა ჰყავდა პატრონი, რომელიც ძალიან ცუდად და გულგრილად ექცეოდა და საერთოდ არ აპირებდა რაიმე სახის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა მისთვის.
აქტივისტებმა წამოიყვანეს და მაისის ბოლოს ენჯელმა, ასე დავარქვი ძაღლს წინა ფეხი დაკარგა. სამწუხაროდ ასეთ მდგომარეობაში მისი აყვანის სურვილი საქართველოში არავის გასჩენია და იყო ძაღლის ქუჩაში დაბრუნების საშიშროება.

შემთხვევითი შეხვედრა კლინიკაში.
4 ივნისს, ვეტერინარულ კლინიკაში დავინახე სამფეხა ძაღლი, რომლის მიმართ განსაკუთრებული ემოციური კავშირი გამიჩნდა და ვცადე გამეგო ყველაფერი მის შესახებ. როდესაც გავიგე , რომ საქართველოში ვერ გაჩუქდა და ქუჩაში უნდა დაბრუნებულიყო , გამოვთქვი მზაობა გამხდარიყო ჩვენი ორგანიზაციის, Animal Rescue Georgia ს ბენეფიციარი.
25 სექტემბერს ენჯელი სახლში წამოვიყვანე, სადაც არაჩვეულებრივარ შეეწყო სხვა ცხოველებს, მათ შორის კატებსაც.
მიუხედავად სამი ფეხისა, ძაღლი საკმაოდ აქტიურია, შეუძლია დიდი მანძილების დაფარვა.
უყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სეირნობა
https://www.facebook.com/share/r/1DzvNJM6ud/
უყვარს მოფერება, ახალი ადამიანები

როდის შეუძლია დატოვოს საქართველო
ენჯელს ცოფის ანტისხეულების ანალიზი გაკეთებული აქვს და საქართველოს დატოვება 2027 წლის 17 იანვრიდან შეუძლია.
არის ჯანმრთელი, მხიარული და სოციალური.
იდეალურია , როგორც ბინისთვის ისე კერძო სახლისთვი.
თუ მხარს უჭერ მის ისტორიას
გააზიარე ეს პოსტი და დაეხმარე სამფეხა ანგელოზს იპოვოს თავისი ადამიანი

