
Stichting Saba en Naamloze Honden.
ყველაფერი სიყვარულით დაიწყო... ❤️
ცხოველები ყოველთვის მიყვარდა. მათი სიცოცხლისა და უფლებების პატივისცემა ჩემთვის ნორმაა - უკვე 34 წელია, ხორცსაც არ ვჭამ. ჯერ კიდევ საბას გამოჩენამდე ვიყავი ცხოველთა თავშესაფრების დონორი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი მათ.
როდესაც საბა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, კიდევ უფრო მძაფრად გავიაზრე, რამდენად დიდი განსხვავებაა ძაღლს შორის, რომელსაც სახლი, ოჯახი და სიყვარული აქვს, და იმ ათასობით მიუსაფარ ძაღლს შორის, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩაში გადარჩენისთვის იბრძვიან.
მინდოდა, უფრო მეტი გამეკეთებინა, ვიდრე მხოლოდ ინდივიდუალური დახმარება იყო. ასე დაარსდა 2025 წლის 15 აპრილს ნიდერლანდებში ფონდი Stichting Saba en Naamloze Honden.
დღეს ჩვენი 8 მოხალისე ერთი საერთო მიზნით ვართ გაერთიანებული: დავეხმაროთ საქართველოში მოქმედ ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, ხელი შევუწყოთ მიუსაფარი ძაღლების დაცვას, განვავითაროთ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამები; გავხდეთ დამაკავშირებელი ხიდი ქართულ და ნიდერლანდურ ორგანიზაციებს შორის და დავამყაროთ საერთაშორისო კავშირები.
ჩვენ ახალგაზრდა ორგანიზაცია ვართ, მაგრამ დიდი მიზნები გვაქვს. გვჯერა, რომ ცვლილება იწყება თანაგრძნობით, ცოდნითა და ერთობლივი მოქმედებით.
აღნიშნულმა ორგანიზაციამ განახორციელა საქართველოში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კამპანია მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად.







