ყოველი სიცოცხლემნიშვნელოვანია.
ჩვენ ვეხმარებით მარტო დარჩენილ ცხოველებს.
Animal Rescue Georgia საქართველოში დაფუძნებული დამოუკიდებელი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაა
ჩვენ ვეხმარებით მიტოვებულ, დაშავებულ, ავადმყოფ და ძალადობის მსხვერპლ ცხოველებს, ვუზრუნველყოფთ მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და ვეძებთ უსაფრთხო და მოსიყვარულე ოჯახებს.
მიგვაჩნია, რომ თითოეული ცხოველი იმსახურებს ღირსეულ პირობებს და მოვლას.
ქუჩიდან უსაფრთხო სახლამდე
გზა ახალი ცხოვრებისკენ
-
01ქუჩა
მიტოვებული, დაშავებული, მშიერი და დაუცველი — სწორედ ასეთ ცხოველებთან შეხვედრით იწყება ჩვენი გადარჩენის ისტორიების უმეტესობა.
-
02კლინიკა
ყველა გადარჩენილი ცხოველი იღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.
-
03დროებითი სახლი
აქ ყველაფერი კეთდება გადარჩენილი ცხოველის რეაბილიტაციისთვის და კეთილდღეობისთვის.
-
04გზა ახალი ოჯახისკენ
ვეტერინარული შემოწმება, ვაქცინაცია, საჭირო დოკუმენტების მომზადება და უსაფრთხო მგზავრობა — ყველაფერი იმისთვის, რომ გადარჩენილი ცხოველი მშვიდობით ჩავიდეს ახალ ოჯახში.
-
05სახლი
ბედნიერები თავიანთ ოჯახებში
შეეხეთ მანათობელ წერტილებს
თითოეულ გადარჩენილ ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მათ მძიმე წარსული უკან მოიტოვონ და ახალი ცხოვრება უსაფრთხო გარემოში, სიყვარულსა და მზრუნველობაში გააგრძელონ.
გადარჩენამდე და გადარჩენის შემდეგ
როცა ზრუნვა და სიყვარული ცხოველების ბედს ცვლის
გადაწიე ფოტო მარჯვნივ და ნახე როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.
გადარჩენის დღეს
დღეს
ჩვენი ისტორია
დაარსდა 2022 წელს.
Animal Rescue Georgia 2022 წელს თინათინ კვალიაშვილმა დააარსა. თუმცა ცხოველების კეთილდღეობისთვის ბრძოლა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო.
თავშესაფრის ნაცვლად მზრუნველი სახლები
ორგანიზაციას არ აქვს თავშესაფარი. გადარჩენილი ცხოველები დროებით ცხოვრობენ მიმღებ ოჯახებში ან ორგანიზაციის დამფუძნებლის სახლში, სადაც უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ვეტერინარული დახმარებითა და ყოველდღიური მზრუნველობით. უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ისინი გადიან მკურნალობასა და რეაბილიტაციას, თანდათან იბრუნებენ ადამიანების ნდობას და ემზადებიან ახალ, მუდმივ ოჯახში გადასასვლელად.
ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.
ჩვენთვის ცხოველის გადარჩენა ქუჩიდან წამოყვანით არ სრულდება. ჩვენ ვზრუნავთ მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, ვეხმარებით ადამიანების მიმართ ნდობის აღდგენაში და ვეძებთ ოჯახებს, სადაც ისინი სიყვარულსა და მზრუნველობაში გაატარებენ დარჩენილ ცხოვრებას.
თითოეული სიცოცხლე ძვირფასი და მნიშვნელოვანია
ჩვენთვის ყველა ცხოველის სიცოცხლე თანაბრად ძვირფასია, განურჩევლად ასაკისა, ჯიშისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ წარსულისა. გვჯერა, რომ თითოეული მათგანი იმსახურებს სიყვარულს, ზრუნვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
მიღწეული შედეგები
ჩვენ მიერ გადარჩენილმა მრავალმა ძაღლმა და კატამ მოსიყვარულე ოჯახი იპოვა როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ შედეგს მოხალისეების, ვეტერინარების, დროებითი მიმღები ოჯახების, საერთაშორისო პარტნიორებისა და იმ ადამიანების დახმარებით მივაღწიეთ, რომლებმაც ჩვენს გადარჩენილ ცხოველებს საკუთარი სახლის და გულის კარი გაუღეს.
ცხოველი სტერილიზებულია საქართველოს უამრავ რეგიონში, როგორც უპატრონო, ისე პატრონიანი
წელი დამფუძნებლის, თინათინ კვალიაშვილის აქტივისტური საქმიანობა
დაარსდა თბილისში, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია
მიუსაფრების მდგომარეობა საქართველოში
ცხოველის ქუჩიდან გამოყვანა ვერ ჩაითვლება სრულფასოვან გადარჩენად, თუ ის კვლავ რჩება ტანჯვის, დაავადებისა და დაღუპვის საფრთხის წინაშე.
საქართველოს მუნიციპალურ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა ხშირად უკიდურესად მძიმეა. ცხოველებს უწევთ ცხოვრება გადატვირთულ, არასათანადო პირობებში, სადაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ჰიგიენა, ვეტერინარული დახმარება და აუცილებელი მოვლა. განსაკუთრებით მძიმეა ავადმყოფი, დაშავებული და ახალშობილი ცხოველების მდგომარეობა. წლების განმავლობაში არაერთხელ გავმხდარვართ ასეთი ვითარების მოწმე და საკუთარი თვალით გვინახავს, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცხოველების მიმართ უყურადღებობასა და არასათანადო მოპყრობას.
ჩვენი საქმიანობა
ასობით ცხოველი. ყოველდღიური ბრძოლა მათი გადარჩენისთვის








გაიცანით ჩვენი ცხოველები.
გაიცანით ჩვენ მიერ გადარჩენილი ცხოველები. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომელიც თქვენ გელოდებათ.
[სახელი]
გორის თავშესაფრიდან გადარჩენილი გუნდა, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციას გადის
როუზი
პატარა ლეკვი დაუსახლებელ ადგილას იპოვეს. დღეს ის ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.
ამ გვერდზე გაეცნობით საქართველოში, ჩვენს მზრუნველობაში მყოფ ძაღლებსა და კატებს, რომლებიც ახალ ოჯახებს ელოდებიან. ინფორმაცია რეგულარულად განახლდება.
ჩვენი სამომავლო ხედვა
ცხოველთა გადარჩენის, რეაბილიტაციისა და გაჩუქების ცენტრის შექმნა
ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ცხოველთა გადარჩენის, რეაბილიტაციისა და გაჩუქების ცენტრის შექმნა. ეს იქნება უსაფრთხო გარემო, სადაც გადარჩენილი ცხოველები მიიღებენ საჭირო ვეტერინარულ დახმარებას, გაივლიან მკურნალობასა და რეაბილიტაციას, აღიდგენენ ადამიანებისადმი ნდობას და მოემზადებიან ახალ ოჯახებში გადასასვლელად.
მიგვაჩნია, რომ საქართველოში ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა მხოლოდ ახალი თავშესაფრების მშენებლობით შეუძლებელია. საჭიროა ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოველთა სტერილიზაციას, პატრონების პასუხისმგებლობის ამაღლებას, მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლიერებას, დროებითი მიმღები ოჯახების მხარდაჭერასა და ცხოველების გაჩუქებას.ბას.
ჩვენი მიზანი არ არის ისეთი თავშესაფრის შექმნა, სადაც ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩებიან. ცენტრი მათთვის დროებითი, უსაფრთხო ადგილი იქნება, სადაც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გაივლიან, შემდეგ კი ახალ ოჯახებში გადავლენ. ამასთანავე, ვგეგმავთ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას და ცხოველების გაჩუქების პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვას.
როგორ შეგიძლია დაგვეხმარო
შენი მხარდაჭერა, მათი უკეთესი მომავლის საწინდარია
თითოეული გადარჩენილი ცხოველის სიცოცხლესა და მომავალზე ადამიანები ზრუნავენ, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მის დასახმარებლად. თუმცა ამ რთულ საქმეს მარტო ვერავინ გაუმკლავდება. თქვენი თანადგომით შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ცხოველი გადავარჩინოთ და მათ უკეთესი მომავლის შანსი მივცეთ.
ზოგჯერ სოციალურ ქსელში ერთი ფოტოს გაზიარებაც საკმარისია, რომ ცხოველმა მოსიყვარულე ოჯახი იპოვოს. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ცხოველი ოჯახის წევრად მიიღონ და მასზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრუნონ.
დააფინანსეთ მკურნალობა, საკვები ან შემფარებელი
ყოველი შემოწირულობა ვეტერინარს, წამლებს, საკვებს და დროებით საცხოვრებლებს ხმარდება.
გახდი მოხალისე მიმღები ოჯახი
იქამდე, სანამ ცხოველი თავის ოჯახს იპოვის.
მეტის გაგებააიყვანეთ ცხოველი
აიღეთ პასუხისმგებლობა მასზე
გახდი ფრენის მოხალისე
მიიყვანე სახლამდე ჩვენი გადარჩენილი
მეტის გაგებაგააზიარეთ ჩვენი ისტორიები
ზოგჯერ ერთი გაზიარებული ფოტოც საკმარისია ცხოველის ბედის შესაცვლელად
გახდი ჩვენი შემომწირველი
თქვენი შემოწირულობით ფინანსდება მკურნალობა, ოპერაციები, აცრები, სტერილიზაცია და საკვები ცხოველებისთვის საქართველოში.
შემოწირულობა PayPal-ით- ანგარიშის მფლობელი
- Animal Rescue Georgia
- IBAN
- GE02 TB76 8243 6180 1000 01
- SWIFT / BIC
- TBCBGE22
- ბანკი
- JSC TBC Bank
- ვალუტა
- EUR
- შუამავალი ბანკი
- J.P. Morgan SE, Frankfurt am MainSWIFT / BIC CHASDEFXანCommerzbank AG, Frankfurt am MainSWIFT / BIC COBADEFF
- PayPal
- Animal Rescue Georgia
- დანიშნულება
- შემოწირულობა Animal Rescue Georgia
ვიბრძვით მათთვის, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია
Animal Rescue Georgia. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია
